ირაკლი ჩიგოგიძე:ბაღდათის მერიის შიდა აუდიტი თავის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ

მინდა გამოვეხმაურო და შევაფასო, 28 ივნის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი ბაღდათის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

დავიწყებ იმით  რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალაური მიმართვის საფუძველზე მოვითხოვეთ მოეწოდებინათ ბაღდათის მერიის შიდა აუდიტის დასკვნა აღნიშნული გაერთიანების საქმიანობის შესახებ პასუხად მტკიცე უარი მივიღეთ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება შიდა აუდიტის გამჭირვალობის მთავარ პრინციპს.

მიუხედავად ამისა ჩვენ კანონიერი გზით მოვიპოვეთ და მივიღეთ მატერიალურად შიდა აუდიტის დასკვნა, თუმცა დიდი ვერაფერია, რამეთუ წარმოდგენილი დასკვნა არის დაუსაბუთებელი, არ არის კონკრეტიზაია და შეფასებული ფაქტების არსებითი მდგომარეობა, თუმცა რიგ საკითხებზე ადასტურებს მათი შეფასება იმ ვარაუდებსა და ეჭვებს, რომ თანხები არამიზნობრივად არის გახარჯული.

ამავდროულად გაზრდილია და ხელოვნურად შექმნილია სამუშაო შტატები, გარდა ამისა შიდ აუდიტის დასკვნა ადასტურებს იმას, რომ თანამშრომლებს, რომლებსაც ატესტაცია ჩაუტარეს იმ მიზნით, რომ მოეხდინათ კვალიფიციურობის შემოწმება და გაზრდა, თუმცა შიდა აუდიტს არაქვს შეფასება გაკეთებული იმ ფაქტორზე, რომ გაერთიანების ხელმძღვანელმა რა კონკურსი, რა გამოცდილება და გადამზადება გაიარა, რომ დირექტორად დაინიშნა, გარდა ამისა აუდიტის დასკვნასი ვერ ვიხილეთ ის ჩანაწერი, სადაც საუბარი ქინებოდა იმ აუდიტის შტატზე, რომელიც გაერთიანებამ დაამატა, თუმცა მისი მიზნობრიობა და საქმიანობის სფერო უცნობია.
საერთო ჯამში, ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თანხების არამიზნობრივ ხარჯვისა და შესაძლო კორუფციულ გარიგებების არსებობაზე, რაზეც სახელმწიფო შესაბამისი ორგანოც ჩავრთეთ თუმცა მათ მიერ შესწავლილ და მოწოდებულ პასუხს ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროებთ, რამეთუ ორგანიზაცია ელოდება რამდენიმე დოკუმენტს, რის შედეგადაც მოვახდენთ საქმის დეტალურ შეფასებასა და შესაბამისი სამსახურების გააქტიურებას.
საბოლოო ჯამში რომ შევაფასო ჩვენ არ ვენდობით ბაღდათის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, ბაღდათის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგად მიღებულ დასკვნას. საფუძვლი ჩვენსის მხრიდან უნდობლობის გამოცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უარყოფითი შეფასებაა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნათლად აფიქსირებს, რომ ბაღდათის მერიის შიდა აუდიტი თავის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევებით, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა რომელიც არის წარმოდგენილი არის აცდენილი რეალობას და დამალულია რიგი საკითხები, ამის დასტური კი არის ერთ-ერთი ფაქტი, სადაც ბაღდათის მერიის შიდა აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილია გაერთიანების მიერ 5 თვის განმავლობაში ორი გამარტივბული შესყდვა პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე გაერთიანების თანამშრომელთა გადამზადების შემოწმებისა და ატესტაციის საკითხებზე სადაც აუდიტი ადასტურებს რომ პირველი შესყიდვა რომელიც გაერთიანებამ განახორციელა შეადგენდა 4990 ლარს, რომლის ფარგლებშიც ატესტაცია ჩატარდა 237 კადრის მიმართ, ხოლო 5 თვის თავზე იგივე შესყიდვა, იგივე მომსახურეობა იგივე ორგანიზაციას გაუფორმა გაერთიანებამ 4950 ლარის ოდენობით თუმცა 27 კადრის მიღების მომსახურეობისათვის, აღნიშნულზე არ არის დეტალური ფინანსური აუდიტორული შეფასება, კითხვები კი ნათელია თუ 237 პერსონალის მომსახურეობა დაჯდა 4990 ლარი, შედარებით მცირე ჯგუფის გადამზადება კერძოდ 27 პერსონალის მომსახურეობა თითქმის იგივე თანხა რატო დაჯდა, ზუსტად ეს ფაქტორები ადასტურებს, იმას, რომ შიდა აუდიტის სამსახური აპრავებს გაერთიანების მიერ ჩადენილ გადაცდომებს, ხოლო გაერთანებას ხელმძღვანელობს გამოუცდელი, გადაუმზადებელი და არაპროფესიონალი კორუმპირებული ხელმძღვანელი.
ჩვენ ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციებს, რის შედეგადაც უკვე მოვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯებს მერიისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რომ საქმის მიჩქმალვა და გაპრავება არ მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ხდება რიგი საკითხების გაპრავება, გარდა ამისა იმ სერიოზულ დარღვევებზე და გადაცდომებზე რომელიც ნანახი იქნა შიდა აუდიტის დასკვნაში ამის შეფასებასაც მოვახდენთ და წარვუდგენთ შესაბამის სამსახურებს და მეტი გამჭირვალობისთვის მედია საშუალებებს.

 

ირაკლი ჩიგოგიძე

“არასამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობიანი საქართველოს პრეზიდენტი”

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ აქციათა 1.81 პროცენტი დროებით გაასხვისეს
შემდეგი სტატია“სირცხვილის დერეფანი ოცნებას”