სიომონიანი და სოლოვიოვი სომხეთსა და საქართველოს ემუქრებიან (video)

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დსთ-ს კიდევ ორი ქვეყანას ასახელებს, რომელიც რუსეთმა უნდა დაიკავოს. სიმონიანთან ერთად, საქართველოს და სომხეთს ღიად კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტი სოლოვიოვიც ემუქრებოდა.

კრემლის ტელეარხ Rossiya 1-ის პირდაპირ ეთერში პროპაგანდისტებმა სოლოვიოვმა და სიმონიანმა გამოთქვეს სინანული, რომ რუსეთს საქართველო არ დაუკავებია 2008 წლის შემოჭრის დროს.

ამასთან, ისინი სომხეთსაც დაემუქრნენ და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ რუსეთის ფედერაციას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს საზღვრები სომხეთან.

სომხეთისადმი სუვერენიტეტის ჩამორთმევის შესახებ შეურაცხმყოფელ მუქარას სოციალურ ქსელებში სკანდალი მოჰყვა.

„სომხეთი პრობლემა არ იქნებოდა, 2008 წელს რომ არ გავჩერებულიყავით. საქართველოს პრობლემას 2008 წელს მოვაგვარებდით, სახმელეთო საზღვარი გვექნებოდა სომხეთთან და სომხეთს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა“, – განაცხადა სოლოვიოვმა.

სომონიანმა კი დასძინა, რომ რუსეთს საქართველოსა და სომხეთთან საზღვარი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: საპატრიარქომ წმ. სანთელიც კი წაბილწა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს