სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, Credit Suisse-მა განჩინებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მედიასაშუალება წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა გუნდმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდის სასამართლოში.

ინფორმაციისთვის, გასული წლის მარტში ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე სასამართლო მოიგო, რომელმაც Credit Suisse-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას ბიზნესმენისთვის 607 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის ოფისმა ბერმუდის კუნძულებზე ლესკოდრონის თაღლითობის შესახებ იცოდა და არანაირი ზომები არ მიუღია.

ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითური სქემის განხორციელებისთვის, რომლითაც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფული მიითვისა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაქობულეთში, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი სოფელ ჩეხედანას სტადიონთან დამარხული იპოვეს