“სიცრუის ტირაჟირებას ყოველდღიური საქმიანობით უნდა დავუპირისპირდეთ, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2019 11:11

“სიცრუის ტირაჟირებას ყოველდღიური საქმიანობით უნდა დავუპირისპირდეთ, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს მედია, როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება, ზოგადად სკანდალზეა ორიენტირებული, რასაც ხელისუფლება იმ ძლიერი მექანიზმით უნდა დაუპირისპირდეს, რაც არის კონკრეტული საქმე.

“ვფიქრობ, რეალურად ერთადერთი ძლიერი მექანიზმი არის კონკრეტული საქმე, რომელიც უნდა გააკეთო და თითოეულ ადამიანამდე უნდა მიიტანო, თუ რამე სიკეთის გაკეთება შეგიძლია. მიწასთან გასწორებული სოფლის მეურნეობა, საერთოდ სოფელი უკვე ამოძრავდა, გაცოცხლდა, იქ მეურნეობები შეიქმნა, ექსპორტზე გადის პროდუქცია გაცილებით მეტი, ვიდრე 2012-ში. რაღაცები აღარ მინდა, ჩამოვთვალო, ბანალური გამომივა, მაგრამ რეალურად, ვფიქრობ, მაინც საქმე, ყოველდღიური საქმიანობა, თითოეული საჯარო მუშაკის მუშაობა, თუნდაც არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ეს თუ რესპუბლიკური მასშტაბის, უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულად ადამიანზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ და მათი გაშუქება, სამწუხაროდ, ნაკლებად ხდება, ვინაიდან დღეს მედიისთვის უფრო საინტერესოა სკანდალზე ორიენტირებული თემები.

“მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ სიცრუის ტირაჟირება ხდება. საერთოდ მედიას, ნეიტრალურ მედიაზე მაქვს ლაპარაკი, თავს ახვევენ დღის წესრიგს, რომელიც სკანდალზეა ორიენტირებული და გასაგებია, რომ უფრო მოთხოვნადია. სამწუხაროდ, ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პროცესს ყოველდღიური საქმიანობით უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2019 11:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics