სი ცზინპინი ჩინეთის მომხიბვლელი იმიჯის შექმნის მოწოდებას აკეთებს

სი ცზინპინი ჩინეთის მომხიბვლელი იმიჯის შექმნის მოწოდებას აკეთებს

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს “სინხუა” ინფორმაციით სი ცზინპინმა პარტიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას თქვა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ისეთი სახის შექმნა, რომელიც “ნდობით, მიმზიდველობითა და რესპექტაბელურობით” განაწყობს მსოფლიოს ჩინეთისადმი. ანალიტიკოსების თქმით, შესაძლებელია ეს ჩინურ დიპლომატიაში გარკვეულ ცვლილებებს ნიშნავდეს.

სი ცზინპინის განცხადება მსოფლიოში უდიდეს სახელწმიფოებთან გართულებული ურთიერთობების ფონზე გაისმა. ჩინეთს მკვეთრად აკრიტიკებენ უიგურების მუსლიმი უმცირესობების უფლებების დარღვევისა და ჰონგ-კონგში დემოკრატიის მომხრეების დევნის გამო.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა მკვეთრი განცხადება გააკეთა კოვიდ-19-ის წარმოშობის შესახებ ამერიკული გამოძიების დაწყების გამო, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ხომ არ მომხდარა ვირუსის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვა.

“აუცილებელია მეგობრების შეძენა, გაერთიანება და უმრავლესობის აზრის მხარდაჭერა, ასევე, სამეგობრო წრის მუდვიმად გაფართოვება, როცა საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრზეა საუბარი” – სააგენტო სი ცზინპინის სიტყვებს ციტირებს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დაკეტა
შემდეგი სტატიადეკანოიძე ნინოწმინდაზე: ეს სახლი უნდა დაიხუროს