შვეიცარიაში მოკლული ვაჟა კაციაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

შვეიცარიის ქალაქ კანტონიში მოკლული საქართველოს მოქალაქე ამ წუთებში გურჯაანში ჩამოასვენეს.

35 წლის ვაჟა კაციაშვილის ცხედრის საკუთარ სახლში გადასვენება მკვლელობიდან მეთორმეტე დღეს მოხერხდა. შესაბამისი პროცედურები საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შვეიცარიაში საქართველოს საელჩომ განახორციელა.

დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, კაციაშვილის ბავშვობის მეგობარი, იოსებ გურგენიშვილი.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა, რომელსაც კაციაშვილი ბრალდებულს უკან სთხოვდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ის შვეიცარიაში 2 თვის წინ გურგენიშვილთან ერთად წავიდა და უკან დაბრუნებას აპირებდა.

ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიარვა არასამთავრობო ორგანიზაცია ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს