შსს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც უწყებაში განუცხადეს, „ტექნიკა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, პარლამენტისკენ არ მიემართება“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში სპეცდანიშნულების და წყლის ჭავლის მანქანები გადაადგილდებიან.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქცია საქართველოს ჰიმნის ფონზე მიმდინარეობს(ვიდეო)
შემდეგი სტატიავაშაძე-მთელი ოპოზიცია ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და ცესკოს ახალ შემადგენლობას