პარლამენტთან აქცია საქართველოს ჰიმნის ფონზე მიმდინარეობს(ვიდეო)

პარლამენტთან აქცია საქართველოს ჰიმნის ფონზე , ანთებული ტელეფონების პერფორმანსით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

https://www.youtube.com/watch?v=n1aWX-l08hc&feature=share&fbclid=IwAR06sobByRp3DPSsO3V2QHmh98S8qT2xARrEPEwy5ME470TGb7i23eGw0Ow

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
შემდეგი სტატიაშსს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს