შსს – მუშევანში მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს გამოძიებას აწარმოებს.

„სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება“, – აცხადებენ შსს-ში.

სოფელ მუშევანში გუშინ სასწრაფო დახმარების ჯგუფი შევიდა, რომელსაც რამდენიმე პირი, რომელთაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ, საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა. ნათესავებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცეგოვინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს