შსს-მ ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 94 შეკვრა ჰეროინი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, 16 000 ლარამდე თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივემხრობით საერთო ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას-ვაშაძე
შემდეგი სტატიასამოქალაქო ავიაციის სააგენტო რიგა-თბილისი-რიგას ავიარეისების განრიგს აქვეყნებს