შსს ავჭალაში კაცის ჩაცხრილვაზე: მარტო, სავარაუდოდ, გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა

შსს-ს წარმომადგენლის, კახა მურადაშვილის ცნობით, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს, ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ის ჩაცხრილეს. მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ოფიციალური უწყების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

“ამ ეტაპზე, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუშლის გამოძიებას… გარდაცვლილის ვინაობა გაჟღერდება მოგვიანებით”. – ამბობს კახა მურადაშვილი.

შემთხვევა დღეს, 23 ოქტომბერს, მოხდა. მომდარის შესახებ გლდანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ Facebook-ზე დაწერა.

banner
წინა სტატიაშითბილისში 24 ოქტომბრიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება
შემდეგი სტატიაროლანდ ფიფია ნიკო კეცხოველისა და ლაშა გახარიას ქუჩის დასახლების ამომრჩევლებს შეხვდა