როლანდ ფიფია ნიკო კეცხოველისა და ლაშა გახარიას ქუჩის დასახლების ამომრჩევლებს შეხვდა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ფიფია პარტიის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებებთან და აქტივის წევრებთან ერთად ქალაქში ნიკო კეცხოველისა და ლაშა გახარიას ქუჩის დასახლების ამომრჩევლებს შეხვდნენ. ამომრჩევლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა პარტიის საარჩევნო ხედვასა და პროგრამაზე , სტრატეგიებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, დასაქმებას, უმუშევრობის შემცირებას, ყველა მოქალაქის ოჯახში კეთილდღეობის შეტანას. წარმოდგენილ პარტიულ გუნდს შეუძლია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა და ინსტიტუციების უკეთ მართვა, რადგან ამის გამოცდილება, მათ უკვე ქონდათ. აუცილებელია ცვლილებები, ცვლილებებს კი ერთად დგომა და სწორი არჩევანი სჭირდება. ახლა შიშისა და უკან დახევის დრო არ არის- განაცხადა როლანდ ფიფიამ. შეხვედრის ფარგლებში ამომრჩევლებს დაურიგდათ როლანდ ფიფიას საარჩევნო სააგიტაციო ბუკლეტები და გაზეთები.

banner
წინა სტატიაშიშსს ავჭალაში კაცის ჩაცხრილვაზე: მარტო, სავარაუდოდ, გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ,,გადავაქციოთ ზუგდიდი მსოფლიოს დედაქალაქად”