შშმ პირთა მხარდაჭერის საქმეში შეტანილი წვლილისთვის პირველ ლედის სიგელი გადასცეს

news
ავტ.: news დეკემბერი 3, 2015 19:57

შშმ პირთა მხარდაჭერის საქმეში შეტანილი წვლილისთვის პირველ ლედის სიგელი გადასცეს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სხვა სტატიები

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება ახალგაზრდული მედია-კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ეტლით მოსარგებლე და უსინათლო მხატვრების გიგა არველაძისა და გიორგი ქობელაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობდა. ასევე წარმოდგენილი იყო წლის განმავლობაში კავშირის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს პირველ ლედის შშმ პირთა მხარდაჭერის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ღონისძიების ორგანიზატორებმა სიგელი გადსცეს.

დღესვე მაკა ჩიჩუა სკულპტორ ქეთი მელქაძის საქველმოქმედო გამოფენას „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ დაესწრო, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების მხარდასაჭერად გაიამრთა.

„დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეა და ის, რომ ამ დღეს ხელოვანი ადამიანებიც უერთდებიან, დღევანდელი გამოფენაც ამაზე მეტყველებს, რასაც მხოლოდ მივესალმები. მე, როგორც მხატვარს ყოველთვის მაქვს მოთხოვნილება, რომ ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ჩემი სფეროს წარმომადგნელები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ასეთ საკითხებს. როდესაც ამხელა ჰუმანიზმი დევს მათში, ჩემთვის ეს მართლაც ძალიან გასახარია. მივესალმები შშმ პირების მხრიდან ასეთ ჩართულობას და მხარს ვუჭერ დღევანდელ ღონისძიებას“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

news
ავტ.: news დეკემბერი 3, 2015 19:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics