შიქსინ ჩენი – საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა, ბიზნესის კეთების რეიტინგში ქვეყანას მაღალი ადგილი უკავია

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტის, შიქსინ ჩენის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბიზნესრეიტინგის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, გახსნით პანელზე ისაუბრა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მეექვსე ადგილი უკავია. საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომში შეგვიძლია, განვავითაროთ“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სატრანსპორტო დერეფნების, ტექნოლოგიების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანათია თურნავა – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ რეალურ ბრენდად იქცა