შეწყალების საქმეზე პროკურატურა მოწმეთა დაკითხვას აგრძელებს

პატიმართა შეწყალების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას და მოწმეთა დაკითხვას აგრძელებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა გაზეთ პრაიმ ტაიმთან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი შოთაძე დასაკითხ პირთა ვინაობას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ დეტალები საზოგადოებისათვის ცნობილი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება.

ამავე ინტერვიუში შოთაძე ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმესაც ეხმაურება.

“ახლო მომავალში შედეგებს გავასაჯაროვებთ. კიწმარიშვილის ოჯახთან გრძელდება კომუნიკაცია და როგორც საზოგადოებას შევპირდი, აუცილებლად სრულად გავასაჯაროვებთ მასალებს,”- ნათქვამია ინტერვიუში.

მთავარმა პროკურორმა განმარტება ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ კონკრეტული პირების გასამართლების მიუხედავად, გამოძიება გრძელდება, თუმცა პროცედურა რთული და დროში გაწელილია.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს,” – ირაკლი აბუსერიძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამაღალმთიან რეგიონებში ექიმების ხელფასი 1000 ლარზე მეტი გახდება