მაღალმთიან რეგიონებში ექიმების ხელფასი 1000 ლარზე მეტი გახდება

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, მომავალი წლიდან, პენსია 216 ლარი ექნებათ.

მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება სოფელში მომუშავე ექიმების ხელფასი და ის 1 010 ლარი იქნება.

ქუცნაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში შემოღებული იქნება ელექტროენერგიის შეღავათი და გათბობის სპეციალური პროგრამაც.

“შეღავათები კანონით არის დადგენილი, ეს გახლავთ სოციალური შეღავათები, სოფლის ექთნის ყოველთვიური ხელფასის გაზრდა მინიმალური პენსიის ოდენობით – 180 ლარით მომავალი წლიდან. ექიმების ხელფასების გაზრდა მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენიობით ანუ 360 ლარით. გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასი და გახდება 1 010 ლარი. ხელფასები გაეზრდებათ პედაგოგებს, მიიღებენ 50%-იან დანამატს ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე. ასევე, შემოღებული იქნება ელექტროენერგიის შეღავათი, გათბობის სპეციალური პროგრამა და პენსიონერებისთვის დაწესდება 20%-იანი დანამატი, ყოველთვიურ მინიმალურ პენსიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია, რომელიც დაგვჩხაოდა, რომ 50 ლარით გაზარდეთ პენსიაო, მაღალმთიან რეგიონებში მომავალ წელს ჯამურად პენსია გაიზრდება 56 ლარით და შეადგენს 216 ლარს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების საქმეზე პროკურატურა მოწმეთა დაკითხვას აგრძელებს
შემდეგი სტატიამაღალმთიან რეგიონებში საგადასახადო შეღავათები გავრცელდება