შეტევა ბაიკერებზე

როგორც ბაიკერები პირად საუბრებში ყვებიან, მათ უზიანებენ სავარძლებს, უჭრიან სადენებს, მუხრუჭებსა და საბურავებს. გარდა ამისა, როდესაც გადაადგილებისას პატრული აჩერებს, საბუთების მოთხოვნის შემდეგ, ფოტოებს უღებენ და დამატებით შეკითხვებს უსვამენ აქციებში მონაწილეობაზე.

ბაიკერები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულია და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას უკავშირდება.

შეგახსენებთ, სწორედ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს დახვდნენ გასულ ღამეს სახლთან ზონდერები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.

banner
წინა სტატიაშიგადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის – ფოტიგა
შემდეგი სტატიასახლი გაჩხრიკეს, არ შეგვიშვეს, საბუთი არ წარუდგენიათ, პარკებით გაიტანეს ნივთები – გიორგი შანიძის მშობლები