შეტაკებები ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე – არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ახალი შეტაკებები დაფიქსირდა – ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საზღვრის შესახებ დავას ორივე მხარე ადასტურებს.

შეტაკება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირგიზმა მესაზღვრეებმა ტაჯიკები დაადანაშაულეს საზღვრის იმ ნაწილში პოზიციების დაკავებაში, რომელიც არ არის შემოსაზღვრული.

ტაჯიკური მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირგიზმა მესაზღვრეებმა მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. “როიტერსი” რუსულ “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა და ორი კი დაშავდა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე დაუდასტურებელია.

“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტები იუწყებიან, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა იცოდეს, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ასეთი საბიუჯეტო ზრდა სასიხარულოა – შევაქოთ საქართველოს მთავრობა!