“შენ რომ “კარმენის” ლიბრეტო გაქვს წაკითხული და ჩვენ – სუსის ფაილები შენი მონაწილეობით” – თენგიზ გოგოტიშვილი მეუფე სტეფანეს

“შენ რომ “კარმენის” ლიბრეტო გაქვს წაკითხული და ჩვენ – სუსის ფაილები შენი მონაწილეობით”, – ამ შინაარსის ტექსტით ეხმაურება ჟურნალისტი, თენგიზ გოგოტიშვილი ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის დღევანდელ ქადაგებას.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარში საზოგადოებას ეკითხება არის, თუ არა მათ შორის ვინმე ვინც სტეფანე კალაიჯიშვილს მეუფეს უწოდებს, ან მას აღსარებას აბარებს:

“ხართ აქ ვინმე, ვინც ამ კაცს “მეუფეს” უწოდებს?
“მაღალყოვლადუსამღვდელოესობას”?
ვინც ამას აბარებს აღსარებას, ზიარებას ამის ხელით იღებს?
მართლა მაინტერესებს – გამოჩნდით ასეთები.
რომელი აღმსარებლობისა და დენომინაციის წარმომადგენელს არ შევხვედრივარ. ამ ქვეყანაში, თუ სხვაგან – ასეთი პრიმიტივი არ შემხვედრია!
მართალი გითხრათ, არც “კარმენზე” ქადაგების ამბავი გამიგია – ჩემი გამოცდილებით, მღვდელმსახურები სხვა თემებს უფრო არჩევენ ხოლმე.
“ღმერთს მივენდე და ვენაში ჩამიყვანა” აპოთეოზი მეგონა. არ ყოფილა.
ყველაფერი გადაიფარა ოპერის დარბაზში ანაფორიანი, კუნკულბარტყულიანი კაცის ფიგურით, ხელში რომ კვერთხი უჭირავს და შუბლს მიტრზე ბრილიანტის ქვებისგან შეკრებილი ჯვარი უნათებს.
კაცი, რომელიც ამტკიცებს, ხელოვნება მესმის და მიყვარსო, მერე კი “კარმენის” სანახავად წავიდა და ბოზების ნახვა გაუკვირდა:)
ნეტა, “ტრავიატაზე” რას იტყოდა?
“ჰამლეტზე”?
რავი, შენ რომ “კარმენის” ლიბრეტო გაქვს წაკითხული და ჩვენ – სუსის ფაილები (შენი მონაწილეობით), ნაღდად არაფერი უნდა გაკვირვებდეს უკვე”, – წერს თენგიზ გოგოტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელ ქადაგებაზე მრევლს მის ჩეხურ “ვოიაჟებზე” დაწვრილებით უამბო და ერთკვირიანი მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარა.

banner
წინა სტატიაში78 წლის წინ რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ააფრიალეს
შემდეგი სტატიაარესტოვიჩი: ჩვენ დავანგრევთ ყირიმის ხიდს