შეერთებული შტატები და რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური მოკავშირე კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს

შეერთებული შტატები და რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური მოკავშირე კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

G7-ის სამიტზე გამოცხადდა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდა შეზღუდვებს რუსული ოქროს იმპორტზე, რომელიც რუსეთის ყველაზე დიდი ექსპორტია ენერგეტიკის სექტორის გარეთ, ბრიტანეთთან, კანადასთან და იაპონიასთან ერთად.

გარდა ამისა, სანქციები დაწესდა ასობით კომპანიას, მათ შორის: “კამაზი”, “ტუპოლევი” და “დონბასის მოხალისეთა კავშირს”, ასევე რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Rostech Corporation-ს, და რუსეთის 57 მოქალაქეს.

ამასთან აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ, რუსი პროპაგანდისტები (მაგალითად, გალინა დანილჩენკო), ასევე პროპაგანდისტი თინა კანდელაკის და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი სერდიუკოვი შავ სიაში შეიყვანა.

banner
წინა სტატიაშიშოტლანდიის პირველმა მინისტრი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი შოტლანდიაში 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიასამშობლო მხოლოდ აქ არის, ასე იყო და ასე იქნება – თინა კანდელაკი აშშ-ის მიერ სანქცირებულია