შოტლანდიის პირველმა მინისტრი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი შოტლანდიაში 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების თარიღი დაასახელა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ნიკოლა სტარჯონმა შოტლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტარჯონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი შოტლანდიაში 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართება.

„დროა, დავაბრუნოთ შოტლანდია სწორ გზაზე, გზაზე, რომელიც აქ მცხოვრებლებმა აირჩიეს. ახლა დამოუკიდებლობის დროა. დამოუკიდებლობა მოგვცემს შესაძლებლობას, ვიაროთ ჩვენი გზით, ავაშენოთ უფრო მდიდარი, უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი სახელმწიფო, ვიყოთ ღია და საერთაშორისო“, – განაცხადა სტარჯონმა.

​მისი თქმით, ლონდონის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან შოტლანდიის მთავარ იურისტს, ლორდ-ადვოკატს მიმართა თხოვნით, დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში შეიტანოს პეტიცია დამოუკიდებლობის საკონსულტაციო რეფერენდუმის ჩასატარებლად.

შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი 2014 წელსაც ჩატარდა. მაშინ, მოსახლეობის 55-მა პროცენტმა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატები და რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური მოკავშირე კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს