“შეეძლო მხარი დაეჭირა მაშინ, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დავაყენეთ საკითხი,”

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2016 12:55

“შეეძლო მხარი დაეჭირა მაშინ, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დავაყენეთ საკითხი,”

მნიშვნელოვანი

  • უბლოკო სტატუსი კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისთვის. საპარლამენტო უმცირესობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს და ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია რესპუბლიკური პარტიის მიერ მხოლოდ ახლა საუბარი კონსტიტუციაში საგარეო კურსთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, ვინაიდან მათი თქმით, მსგავსი ინიციატივა ნაციონალურ მოძრაობას 2 წლის წინ ჰქონდა, თუმცა მათ რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

სხვა სტატიები

 

უბლოკო სტატუსი კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისთვის. საპარლამენტო უმცირესობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს და ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია რესპუბლიკური პარტიის მიერ მხოლოდ ახლა საუბარი კონსტიტუციაში საგარეო კურსთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, ვინაიდან მათი თქმით, მსგავსი ინიციატივა ნაციონალურ მოძრაობას 2 წლის წინ ჰქონდა, თუმცა მათ რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს.

“ჩვენი ბოიკოტი ეხებოდა კორცხელის დარბევის გამოუძიებლობას, დღევანდელი ზოგიერთი ოპოზიციაში გადასული თუ საარჩევნო კამპანიაში გადაჭრილი მინისტრი მაშინ ხელისუფლებაში იყო და ვფიქრობ მას თავისი პრინციპული პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა. ბატონი დავითი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, თუ მას ასეთი ინიციატივა ჰქონდა, ჩვენ რაზე შევთანხმდით, საკონსტიტუციოში შევთანხმდით, რომ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. ესეთი ინიციატივა, ჯერ ეს ერთი მას შეეძლო მხარი დაეჭირა მაშინ, როცა ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ დავაყენეთ საკითხი, ან მას დაეყენებინა ეს ინიციატივა დამოუკიდებლად და ამას არ დაჭირვებოდა 4 წელი და კოალიციიდან გაბრძანება, გაყრა თუ რავიცი რაც გინდათ ის დაარქვით,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის მისაღები არ არის საქართველოში უცხო ქვეყნის ბაზების განთავსება.

“პირადად მე ჩვენს კომიტეტს, არ მიუღია მონაწილეობა ჩაშლაში, რამდენადაც ჩემი შემცვლელი, პაატა ბარათაშვილი ესწრებოდა იმ სხდომას, რომელიც არ შედგა. მე ისედაც ვუჭერდი მხარს იმას, რომ საერთოდ არ იყოს განლაგებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები,“ – განაცხადა პარტია თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის დამფუძნებელმა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ბიურომ დღეს უნდა იმსჯელოს. ეს საკითხი ორი დღის წინ უნდა განეხილათ, თუმცა ბიუროს სხდომა უმრავლესობის გამოუცხადებლობის და კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა.

news
ავტ.: news აგვისტო 17, 2016 12:55