შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე დასწრებას ვაპირებთ, თუ დავინახავთ, რომ პროცესი შედეგზე ორიენტირებული იქნება, მონაწილეობას მივიღებთ – დაუშვილი

შალვა პაპუაშვილთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას ვაპირებთ. გვაინტერესებს, როგორია მმართველი გუნდის ხედვა დეპოლარიზაციაზე და ვნახოთ, პროცესი როგორ გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პარტიის ინტერესი უნდა იყოს ქვეყნისთვის სტატუსის მიღება.

„თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი შედეგზე ორიენტირებული იქნება და მისი ამოცანა წლის ბოლოს სტატუსის მიღება იქნება, ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ. თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი შინაარსისგან დაცლილი და პროცესი-პროცესისთვის იქნება, ამ შემთხვევში, მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ყველა პარტიის ინტერესი უნდა იყოს ქვეყნისთვის სტატუსის მიღება. თუ ეს პროცესი სტატუსის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. შესაბამისად, ცალკე პროცესის შექმნა მიზანშეწონილი არ იქნება, თუ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული პროცესი შინაარსზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება მარტივი საზომი – ამ პროცესში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. თუ შეხვედრებზე ვნახავთ, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე საუბარი არ იქნება, დეოლიგარქიზაცია ყველას შეეხება ბიძინა ივანიშვილის გარდა და კოსმეტიკური ცვლილებები იქნება, მაშინ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ლეგიტიმატორები არ გავხდებით და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა დაუშვილმა.

წინა სტატიაშიარც ერთ ოლიგარქს, არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს – უილიამ კორტნი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას მერი ვარ