შალვა პაპუაშვილი – ღირსების შემლახავი ტერმინების გამოყენება არ უნდა იყოს, ეს არის პარლამენტის წესი, თუ გვინდა გვქონდეს ქუჩის წესი, ესეც თქვით და იქნება შესაბამისი აყალმაყალი პარლამენტში

ღირსების შემლახავი ტერმინების გამოყენება არ უნდა იყოს, ეს არის წესი პარლამენტის, თუ გვინდა გვქონდეს ქუჩის წესი, სადაც არავითარი წესი არ არის, ესეც თქვით და იქნება შესაბამისი აყალმაყალი პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მანდატურის მითითებებს დაემორჩილონ.

„მინდა მოგმართოთ კოლეგებს, ის, რაც მე პირადად აქედან პირველად თავმჯდომარის რანგში ვიხილე, არის აბსოლუტურად მიუღებელი. რასაც ისმენთ, იმდენი კულტურა უნდა გქონდეთ, რომ მოისმინოთ და თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, მერე თქვათ. ვოლტერების ციტირებაში რომ ხართ ხოლმე ტელევიზორებში და როცა ამბობთ ხოლმე, მე სხვის აზრს დავიცავო, მოდით და რამენაირად გამოცადეთ საკუთარი თავი ამაში. მეორე, რეგლამენტი, რომელიც გვაქვს და წესები, რომელიც გვაქვს, ეს არის ჩვენი საერთო წესები და პატივი უნდა ვცეთ ამას. ყოველი დარღვევა რეგლამენტის არის მათ შორის ჩვენი კოლეგების უპატივცემულობა. მესამეც, ქალბატონ ანის მივმართავ, თქვენს გამოსვლაში მადლობა გადაუხადეთ აპარატის თანამშრომლებს, მანდატურებიც არიან აპარატის თანამშრომლები და პატივი ეცით მანდატურებს, ასეთ რამეს მე არ მოვითმენ ამ პარლამენტში. მანდატურების დაუმორჩილებლობას ნამდვილად არ მოვითმენ ამ პარლამენტში და ამიტომ, დაემორჩილეთ მანდატურებს. წამოძახებაც მისაღებია, როდესაც არის ცხარე თემა, კამათი, შეიძლება იყოს ადგილიდან წამოძახება, შეიძლება იყოს მძაფრი ტერმინების გამოყენება, ღირსების შემლახავი ტერმინების გამოყენება არ უნდა იყოს, წამოძახება გასაღებია, ხანდახან რაღაც ტალღა შეიძლება, იყოს ემოციების, მაგრამ ამასაც აქვს საზღვარი, როდესაც განსაკუთრებით მანდატური მიგვითითებს, უნდა დავმშვიდდეთ და მოვუსმინოთ. ეს არის წესი პარლამენტის. თუ გვინდა გვქონდეს ქუჩის წესი, სადაც არავითარი წესი არ არის, ესეც თქვით და იქნება შესაბამისი აყალმაყალი პარლამენტში. ამიტომ, გთხოვთ ამას დაემორჩილოთ და ნუ მიმიყვანთ იქამდე, რომ დარბაზი დაგატოვებინოთ“, – განაცხადა პაპაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ომის პირველივე დღეებიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური დოკუმენტზე ვართ მიერთებული
შემდეგი სტატიაგვერდით გადავდოთ ყველაფერი რაც გვყოფს, ამათ წავართვათ ძალაუფლება – ჯაფარიძე ღარიბაშვილზე