ირაკლი ღარიბაშვილი – ომის პირველივე დღეებიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური დოკუმენტზე ვართ მიერთებული

რაც შეეხება ზოგადად ჩვენი ოპოზიციის კრიტიკას და მათ მიერ აგორებულ აჟიოტაჟს. მინდა, შევეხო უკრაინის ომის თემას, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ყველას ეხება, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს ევროპას, მსოფლიოს, ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას და ყველას, ჩვენს მოქალაქეებს. ომის პირველივე დღეებიდან კარგად გახსოვთ, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში. მე მქონდა პირადად კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და პირადად ვაცნობე, რომ ვუგზავნიდით ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს მთავრობის სახელით ჰუმანიტარულ ტვირთს. ამის შემდეგ, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული. პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური დოკუმენტზე ვართ მიერთებული, ყველა პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ, თუ სოლიდარობის დოკუმენტზეა მიერთებული საქართველო. ყველგან , იქნებოდა ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო და ა.შ. ყველგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ეს პირველივე დღეებში იქნა განმარტებული.

„საუბარი შეეხო რატომ არ დაუწესა, თუ რატომ არ მიუერთდა ეკონომიკურ სანქციებს საქართველო. ბუნებრივია, ლეგიტიმური კითხვაა, აინტერესებთ ადამიანებს, რატომ არ მივუერთდით და ჩვენ ეს ავხსენით პირველივე დღეებში. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი, 1 მლნ დაახლოებთ, შეიძლება ასე ითქვას, ცხოვრობს რუსეთში, 1 მლნ ქართველი. კარგად გვახსოვს, მათი (ნაცმოძრაობის) გაუაზრებელი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, როგორ ასე ვთქვათ მოექცნენ, უღირსად მოექცნენ ჩვენს მოქალაქეებს, სატვირთო თვითმფრინავებით გამოაგზავნეს საქართველოში, წაართვეს ბიზნესები, სახლები და საშინელი ტერორი გამოიარეს მათ, აღარ მაქვს საუბარი ომზე, ჩვენს ომზე, ომზეც გადავალ. ამის შემდეგ, სანქციებთან მიერთების თაობაზე გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვთქვით ძალიან მარტივად – რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ეს სავაჭრო ურთიერთობები ეხება ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს. გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არა, ესაა რეალობა, მეგობრებო, გაითვალისწინეთ ყველამ. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით, რომლისთვისაც ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ აღედგინათ 2012 წლამდე, დღეს აკრიტიკებენ. რას ვგულისხმობ – 2012 წლამდე, ომის შემდეგ ანუ, ომი როგორც კი დასრულდა, რამდენიმე თვეში, ჯერ საერთოდ ომი ხომ ტრაგედია და უბედურება იყო, რაც გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ, ამათი მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები, ქვეყნიდან გარბოდნენ. ვინ ომობდა? ჯარი, პოლიცია ომობდა. ერთი კი არა, ათეულობით გვარია გასაჯაროებული. მე თბილისში ვიყავი. აგვისტოს ომში გმირულად იომა ჩვენმა ჯარმა, აგერ არის გენერალი ჩაჩიბაია. ეს ინფორმაცია ყველამ კარგად ვიცით, ამის თაობაზე არა ერთი სიუჟეტი უნახავს ხალხს, კონკრეტული ფაქტებით, როგორ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი ომის დღეებში. 2007 წელს დატოვა რუსეთის ჯარმა საქართველო, ბოლო კონტიგენტი გავიდა საქართველოდან 2007 წელს. 2008 წელს ამათმა უგუნურმა, გაუთვლელმა ნაბიჯებმა ნაბიჯებმა, სააკაშვილმა დააბრუნა რუსული ჯარი საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი გუნდი ვართ მზად, მოტივირებული, გავაგრძელოთ ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის, ხალხისთვის; რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი ისედაც იყო უკვე ჩადებული, გათვალისწინებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ შევათანხმეთ ჩვენ ბრიუსელთან
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ღირსების შემლახავი ტერმინების გამოყენება არ უნდა იყოს, ეს არის პარლამენტის წესი, თუ გვინდა გვქონდეს ქუჩის წესი, ესეც თქვით და იქნება შესაბამისი აყალმაყალი პარლამენტში