შალვა ნათელაშვილი ნატოს შტაბინაში სასულიერო პირების დღევანდელ შეხვედრაზე

შალვა ნათელაშვილი ნატოს შტაბინაში სასულიერო პირების დღევანდელ შეხვედრას საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე ეხმაურება.

“ერთი დელეგაცია ნატოსა და ბრიუსელში, მეორე მალე მოსკოვში, მრევლი,ხალხი, მგელ ოლიგარქზე მიბარებული. რა ტყუილად დაყვეს ფრანგმა განმანათლებლებმა სახელმწიფო ,საკანონმდებლო,აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად,ხალხი კი გამოაცხადეს ძალაუფლების წყაროდ.

დღეს საქართველოში ძალაუფლების წყაროა, მილიონერი ოლიგარქია, მღვდელმთავრები და ე.წ. ელიტარული ინტელიგენცია. ისინი ირჩევენ და ისინივე გადაირჩევენ. პოლიტიკა კაი ხანია მოკვდა, არჩევნების საფლავზე დიდი ხანია სიცრუის ძეგლია დადგმული. რა საჭიროა მთავრობა,პარლამენტი, სასამართლო ამ მილიარდიანი ხარჯებით? დავურიგოთ ეს ფული პირდაპირ ხალხს და გამოვაცხადოთ აიათოლების მმართველობა. მაგალითისთვის შორს წასვლა არ ღირს. აგერ ირანი. შემდგომ ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და უფრო პირნათელნი ვიქნებით უფალთანაც.”- წერს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაპატურაი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საპატრიარქოს დელეგაცია ქართველი ხალხის ნებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიარუსეთი და სომხეთი ამიერკავკასიაში გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას შექმნიან