რუსეთი და სომხეთი ამიერკავკასიაში გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას შექმნიან

17კავკასიის რეგიონის კოლექტიური უსაფრთხოების მიზნით რუსეთ-სომხეთის სამხედრო ძალების გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება – პროექტ-შეთანხმებიდან ირკვევა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგინეს და რომელიც სამართლებრივი ორგანოს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეთანხმების ტექსტის მიხედვით, დაჯგუფება იქმნება “კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით”. შეთანხმების მოქმედების ვადა 5 წელია, რომელიც მხარეების შეთანხმებით ავტომატურად გაგრძელდება.
დაჯგუფების ხელმძღვანელად დაინიშნება სომხეთის სამხედრო ძალების მთავარსარდალი, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარსარდალთან შეთანხმებით.
მშვიდობიან დროს დაჯგუფება დაექვემდებარება სომხეთის გენშტაბს, საომარ პერიოდში კი, რუსეთისას – რუსული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ნატოს შტაბინაში სასულიერო პირების დღევანდელ შეხვედრაზე
შემდეგი სტატიათურქეთისათვის ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმა ერდოღანის შეცდომა იქნება – ჟან კლოდ იუნკერი