შალვა ნათელაშვილი : ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში კიდევ 30 წელი აპირებს ყოფნას, აქედან ხელისუფლებაში ორი ვადით.

„20 წელი ცოტაა, წინ კიდევ 30 წელი მაქვს. ორი ვადით ვაპირებ ხელისუფლებაში ყოფნას, ორ ვადაზე მეტით არა. მერე აუცილებლად წავალ და გადავალ ოპოზიციაში. მინიმუმ 30 წელი მაქვს, რომ გემსახუროთ.

ამ 25 წელიწადში, რაც პოლიტიკაში ვარ, რითიც მოვედი, ისევ იმით ვარ. სოფელში მქონდა სახლი, ისევ ის მაქვს. თბილისში, კორპუსში მქონდა ბინა, ისევ ის მაქვს.

ხელისუფლებაში ვიყავი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, მაგრამ არასოდეს არ მისარგებლია; არც მიწა ამიღია, არც ბიზნესი დამითრევია, არც ვინმესთვის რამე დამიშავებია, არც ერთი ნაჩხაპნი ჩემგან არავის არ ჰქონია. მხოლოდ სიყვარულით და იმით, რომ ჩემი ქვეყანა ყოფილიყო ძლიერი და ფეხზე დამდგარი, სწორედ ამიტომ მივაღწიე ბავშვებისათვის უფასო საშუალო განათლებას 1998 წელს, სწორედ ამიტომ გადავარჩინე სასწრაფო დახმარებების სისტემა, სწორედ ამიტომ დავწიე დენზე ტარიფის გადასახადი, სამი მილიარდი ვაჩუქეთ ხალხს. სწორედ ამიტომ შევაკვდით და შევასკდით ყველა ხელისუფლებას.

მე დავრჩები სანამ ცოცხალი ვარ ასეთად, ჩემი გული ძგერს თქვენთვის. თქვენი გული ვისთვის იძგერებს, ამას არჩევნები გამოაჩენს“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას საერთაშორისო არენაზე მუშაობისას კონკურენტი არ ჰყავდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიაყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს