შალვა ნათელაშვილი: არ აყვეთ ასეთ გაცვეთილ პროვოკაციებს და სარეიტინგო ინტრიგებს

არ აყვეთ ასეთ გაცვეთილ პროვოკაციებს და სარეიტინგო ინტრიგებს

shalvaწუხელ რუსთავი2-მა კვლავ გამოგვიცხადა ბარიერგადალახულად 4 ე.წ პოლიტიკური პარტია რომელთა, მინიმუმ ნახევარს,ამომრჩეველი როგორც ასეთი საერთოდ არ გააჩნია და არც არასოდეს ყოლია. გამახსენდა ბრძნული ქართული ანდაზა “არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა” და იქვე ყურში ჩამესმა 1999 წლის ნოემბრის არჩევნების დამთავრებამდე ერთი საათით ადრე, ჩემს კაბინეტში აწკრიალებული სატელეფონო ზარი გიორგი სანაია რეკავდა.გილოცავთ ბატონო შალვა სამეულში გახვედით და ფრაქციით პარლამენტში ხართ,გახარებული იყო გულით,მე რა თქმა უნდა როგორც ქართველებს ზოგჯერ სიტყვის მასალადაც გვჩვევია,შევპირდი მაღარიჩს, მადლობა გადავუხადე და იქვე მივულოცე თანაპარტიელებს გამარჯვება.ყიჟინა და აჟიოიტაჟი ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი,კვლავ კვლავ გაისმა სატელეფონო ზარი,კვლავ გიორგია,ოღონდ ჩამქარალი დათრგუნული ხმით,მიხდის ბოდიშს,მეუბნება რომ რაღაც შეიცვალა და სხვა ეგზიტპოლებს აცხადებენ. რამდენიმე წუთში ქვეყანამ და გარე სამყარომ შეიტყო რომ, საქართველოს პარლამენტში ასლანის აღორძინებასა და შევარდნაძე-სააკაშვილის მოქკავშირთან ერთად,ლეიბორისტული პარტიის მაგივრად შეუშვეს თოფაძე-ტყემალაძის, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

მინდა ჩემს მრავალრიცხოვან ამომრჩევლებს მივმართო,მეგობრებო არ აყვეთ ასეთ გაცვეთილ პროვოკაციებს და სარეიტინგო ინტრიგებს.რეჟიმი,ძველიც და ახალიც, გადარჩენას ცდილობს და იცის რომ თუ თავის მის მესაფლავეს ობიექტური რეიტინგი დაუწერა უფრო ღრმად ჩაეშვება პოლიტაკლდამაში. გრიგოლ აბაშიძის შესანიშნავ ისტორიოგრაფიულ ნაწარმოებში “დიდი ღამე” აღწერილია მონღოლთა ორსაუკუნოვანი ბატონობის სიავე.25 წელია საქართველოში კვლავ დგას დიდი ღამე რომელიც,იწყება ასე,ჯერ კანონმდებლობას საარჩევნოს მოირგებენ საკუთარ ტყავზე,მერე დაიწყებენ ყალბი რეიტინგების პროპაგანდას რათა ხალხის ყური წინასწარვე მიაჩვიონ მზაკვრობის ანაბანას,არჩევნების საღამოს გამოაცხადებენ ეგრეთწოდებულ ეგზიტპოლებს,სადაც იგივე მათი ოცნებებია ჩამოყალიბებული თუ ვინ სურთ ნახონ პარლამენტში და როდესაც შედეგებს გამოაცხადებენ ხალხი უკვე ოპიუმითაა მოწამლული. მაგრამ ყველამ იცოდეს,ამჯერად აღარ გაგივათ,კისერს მოიტეხთ. იმავდროულად ჩემი პატივისცემა რუსთავი2-ის მთელი კოლექტივის მიმართ ძალაში რჩება,ვისურვებდი რომ ეს ტელევიზია არ იქნას გამოყენებული ამგვარი საქმეებისთვის და აცალონ მის კოლექტივს ჟურნალისტური ფუნქციების პროფესიულ დონეზე განხორციელება.

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი

banner
წინა სტატიაშირობერტო მონტელამ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს მადლობის წერილი გამოუგზავნა
შემდეგი სტატიამუდმივი საცხოვრებლით კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება