რობერტო მონტელამ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს მადლობის წერილი გამოუგზავნა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ პარლამენტის აპარატის უფროსს, ზურაბ მარაქველიძეს საპარლამენტო ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, საერთაშორისო სამდივნოს სახელით მადლობის წერილი გამოუგზავნა.

1-5 ივლისს, თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება გაიმართა.
”თაიმერი” რობერტო მონტელას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“საერთაშორისო სამდივნოს სახელით მსურს გადაგიხადოთ დიდი მადლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში მასპინძლობისათვის. გამოვხატავ ჩემს უღრმეს მადლიერებას იმ თბილი სტუმართმოყვარეობისა და არაჩვეულებრივი სამუშაოს გამო, რომელიც განახორციელა პარლამენტის აპარატმა ბოლო თვეების განმავლობაში, აგრეთვე იმ დროისა და ძალისხმევისათვის, რაც გაიღო ყველა ადამიანმა, ვინც იყო ჩართული ამ წარმატებული და დასამახსოვრებელი კონფერენციის ორგანიზებაში.

გიხდით მადლობას იმ შრომისათვის, რომელიც გამიზნული იყო, რათა ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს შესძლებოდათ დასწრებოდნენ ყოველწლიურ სესიას და მიეღოთ მონაწილეობა ინტენსიურ დისკუსიებსა და დებატებში. 54 ქვეყნის წარმომადგენელი 300-მდე პარლამენტარის მონაწილეობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ფართო ფორუმს დიალოგისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისათვის.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გმადლობთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში თქვენი შესანიშნავი წვლილისათვის და გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას”, – ნათქვამია მადლობის წერილში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭის ცხედარი ნაპოვნია
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: არ აყვეთ ასეთ გაცვეთილ პროვოკაციებს და სარეიტინგო ინტრიგებს