სესიაშვილი : სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ისევ გვიწევს ბრძოლა, რომ რუსეთმა მოახდინოს დეოკუპაცია

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ მოახერხა ჩვენი ქვეყნის ოკუპირება და სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ ისევ გვიწევს ბრძოლა, რომ რუსეთმა მოახდინოს დეოკუპაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გვერდით დღეს ცივილიზებული სამყარო დგას.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ მოახერხა ჩვენი ქვეყნის ოკუპირება და სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ ისევ გვიწევს ბრძოლა, რომ რუსეთმა მოახდინოს დეოკუპაცია. მაგრამ, 1921 წლისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა არის დღეს შემდგარი, მას გვერდში უდგას ცივილიზებული სამყარო, საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენს მხარეზეა სიმართლე და ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში, გმირი იუნკერების სულში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს თავის სანუკვარ თავისუფლებას, რა თქმა უნდა, მოხდება დეოკუპაცია. ამას ვერანაირი, ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როდესაც მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს-სამადაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას ბაბუა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს