შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როდესაც მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს-სამადაშვილი

შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როდესაც მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს- აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, საუბარია პრინციპზე, რომ საქართველოში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება.ამასთან, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ორი მოთხოვნა აქვს.

„არ შეიძლება, აქ საუბარი იყოს რამე ტექნიკურ შეთანხმებაზე, შემდეგ პარლამენტში რამდენი მაჟორიტარი აირჩევა და რამდენი პროპორციული სიით. საუბარი არის პრინციპზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება და არჩევნებმა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა იმ ხელისუფლებაში, რომელიც დაკომპლექტდება არჩევნების შედეგად. შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როდესაც მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს. ამიტომ საუბარი არის ორ მოთხოვნაზე – ერთი საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორე, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საკითხი, პოლიტპატიმრების საკითხი“, – განაცხადა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტისა და უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
შემდეგი სტატიასესიაშვილი : სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ისევ გვიწევს ბრძოლა, რომ რუსეთმა მოახდინოს დეოკუპაცია