სერიოზული გამოწვევებია, რომელსაც სჭირდება პასუხი – დედაქალაქის მერი 2018 წელს აჯამებს

დედაქალაქის მერი 2018 წელს აჯამებს. კახი კალაძის თქმით, მერიის სამსახურების აქტიური მუშაობისა და არაერთი პროექტის განხორციელების მიუხედავად დედაქალაქი ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევების წინაშეა.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

“ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა დედაქალაქის მთავრობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. უამრავი პრობლემაა ქალაქში, სერიოზული გამოწვევებია, რომელსაც სჭირდება პასუხი. თქვენ იხილეთ ბიუჯეტი,რომელიც დამტკიცდა საკრებულოში, 927 მილიონია, თუმცა იანვრის დასაწყისში მილიარდს გადააჭარბებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გვაძლევს შესაძლებლობას მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპეკინზე, 44 წლის მამაკაცს სავარაუდოდ სნაიპერმა ესროლა
შემდეგი სტატია“პლასტმასის თავმჯდომარე” – “ივანიშვილი თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას”