“პლასტმასის თავმჯდომარე” – “ივანიშვილი თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას”

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს: თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას“ – აცხადებს ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს „პლასტმასის თავმჯდომარე“ უწოდა.

„ჩვენმა პლასტმასის თავმჯდომარემ შაბათ-კვირას კიდევ გაგვაოცა განცხადებებით და მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას. ამიტომ, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ კომიტეტს თავისი მისია შესრულებული აქვს. იმიტომ, რომ ეკა ბესელიამ უკვე შეაჩერა უსამართლო სამართლის დანერგვა და დანარჩენი მე ვფიქრობ უკვე ღრმა პრობლემაა, ვიდრე კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა,“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ: დღეს იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პოსტს ოფიციალურად დატოვებს. დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე პირველ მოადგილეს უყრიან კენჭს. ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა მას კომიტეტის წევრების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.

banner
წინა სტატიაშისერიოზული გამოწვევებია, რომელსაც სჭირდება პასუხი – დედაქალაქის მერი 2018 წელს აჯამებს
შემდეგი სტატიაიურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა