სერგო რატიანი : სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2016 10:43

სერგო რატიანი : სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს სანდრა რულოვისის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, არ მიიღოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ”ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა დაშინება, ძალადობა. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ, მარნეულში, სადაც ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან დაცული.

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის რეგიონი, რომელშიც ჩვენ, როგორც წესი, გვაქვს და გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2016 10:43