ავარია კალიფორნიაში – დაღუპულია 13 ადამიანი

კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. 30-მდე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მათგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ავარია საკურორტო ქალაქ პალმ-სპრინგსის მახლობლად მოხდა. ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტობუსი სატვირთო მანქანას უკანა მხრიდან დაეჯახა. უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი.

ავტობუსი ლოს-ანჯელესისკენ მიემართებოდა. ის კომპანია US Holiday-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ტურისტები კალიფორნიისა და ნევადის კაზინოებში დაჰყავს.

banner
წინა სტატიაში“ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია” – იან კელი “კრწანისზე” განხორციელებულ თავდასხმაზე
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი