სენაკში სუპერმარკეტი გაქურდეს

სენაკში სუპერმარკეტი გაქურდეს. შემთხვევა ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია საკვები პროდუქტი, მათ შორის დაკონსერვებული საკვები, ძეხვი, კარაქი, ზეთი და ა.შ. მისივე ვარაუდით, მაღაზიაში სიგარეტს და ფულსაც ეძებდნენ და ჩასარიცხი აპარატის გატეხვაც სურდათ.

ნაქურდალი პროდუქტის ნაწილი პოლიციამ მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინა. წასაღებად გამზადებულ ყუთებში სარეცხის საშუალებები და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭირო სხვა ნივთები აღმოჩნდა.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

banner
წინა სტატიაშიკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოიყო
შემდეგი სტატიაბიძინა სტურუა შე მონა – პროტესტი მცხეთის სასამართლოსთან