სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობა იწყება

ინოვაციების ჰაბი ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვისს გააერთიანებს: სატრენინგო სივრცე; საერთო სამუშაო სივრცე; შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე; ფაბლაბი (Fabrication Laboratories – Fab Lab).

თანამედროვე სტანდარტების შესაბიმისი ორსართულიანი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შენობის ზედა სართულების მისაწვდომ სივრცეებად გარდაქმნისთვის იფუნქციორებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

სასწავლო ოთახებთან ერთად თავმოყრილი იქნება საერთო სამუშაო და სატრენინგო სივრცე, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის განკუთვნილ ადგილს, ასევე კომპიუტერული ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ადმინისტრაციული ოთახები და რეცეფცია.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ ინოვაციური იდეები რეალურად განახორციელონ ფაბრიკაციის ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით.

შენობაში არსებულ შოურუმში, რომელიც შეითავსებს როგორც საგამოფენო, ასევე სასწავლო და ჯგუფური მუშაობის ფუნქციას, წარმოდგენილი ყველა განსხვავებული ბრენდის ინვენტარისთვის გამოყოფილი იქნება საკუთარი ოთახი.

სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბეგი-ჯორჯია’’განახორციელებს.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია იმ ლოკაციაზე, სადაც ცენტრი განთავსდება, ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიშსს – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე : კობახიძე წადი სახლში, დაგვანებე თავი