სენაკში 8 წლის ბავშვი უკვალოდ დაიკარგა

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2017 00:53

სენაკში 8 წლის ბავშვი უკვალოდ დაიკარგა

სამართალდამცავები და ახლობლები მეორე დღეა სენაკში უშედეგოდ ეძებენ 8 წლის ნიკა (ნიკუშა) გაბეჩავას, რომელიც 24 თებერვალს ნაშუადღევს სახლიდან გავიდა და უკვალოდ დაიკარგა.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ნიკუშამ დღის მეორე ნახევარში დატოვა საცხოვრებელი ბინა, რომელიც სენაკში ჭავჭავაძისა და ქიაჩელის ქუჩის კვეთასთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს და სადაც ის, მამასთან ერთად ცხოვრობდა. პატარა უკანასკნელად ქალაქის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიასთან ტაქსის მძღოლმა შეამჩნია, რომლის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ პატარა ბავშვი (ნიკუშა ტანად გაცილებით პატარაა ასაკთან შედარებით) მარტო გადაადგილდებოდა. მას შემდეგ მას პოლიცია და ფაქტობივად მთელი ქალაქი ეძებს, თუმცა უშედეგოდ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნიკა გაბეჩავას გულის დაავადება აწუხებს და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა, რის გამოც მისი დედა, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, ხოლო პატარა ნიკუშა მამასთან ერთად სენაკში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
სენაკის მოსახლეობა შეძრულია მომხდარი ფაქტით. მოსახლეობას უჭირს იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება დაკარგულიყო ასე უკვალოდ 8 წლის ბავშვი ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს.

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2017 00:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics