საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს

”საზოგადოებრივ მაუწყებელში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის შენობაში შეჭრა ჟურნალისტურ საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტია.

საბჭოს წევრები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, არ წაახალისონ ძალადობა და აგრესიულ ქმედებებს გაემიჯნონ.

”9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში. ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მათ უნდა მიმართონ სასამართლოს” – სერგეენკო „ბიბლუსის“ სკანდალზე
შემდეგი სტატიააშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების კურსს