საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა

საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა, არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ეს არ არის მხოლოდ პროკურატურის, ან შსს-ს პრობლემა, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ინციდენტში ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა და სულ რამდენიმე მოწმე იძლევა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საიდანაც მოხდა მძიმე დანაშაულში გარკვეული პირების მხილება, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს არ არის პროკურატურის ან შსს-ს პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა და ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ როდესაც ადამიანი შეესწრება დანაშაულს, უნდა მივიდეს პოლიციაში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

რაც ეხება მირზა სუბელიანს, ის მივიდა განყოფილებაში, მისმა შვილმა მისცა ჩვენება და მათ ბოლომდე ითანამშრომლეს გამოძიებასთან“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს სისხლი არის სარალიძის, მერე მიდის და დანას ურტყამს დადუნაშვილს, რომელსაც კლავს ადგილზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელი, ვიდრე სრულწლოვანების“