სავიზო ლიბარალიზაციაზე ახალი მემარჯვენეების ინიციატივას ოპოზიციაში მხარდამჭერები ჰყავს

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2015 19:47

სავიზო ლიბარალიზაციაზე ახალი მემარჯვენეების ინიციატივას ოპოზიციაში მხარდამჭერები ჰყავს

მნიშვნელოვანი

  • ახალი მემარჯვენეების ინიციატივას სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთობლივი დოკუმენტის შემუშავების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.

სხვა სტატიები

ახალი მემარჯვენეების ინიციატივას სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთობლივი დოკუმენტის შემუშავების შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.

ამის შესახებ დღეს განცხადებები სხვადსხვა პარტიების ლიდერებმა გააკეთეს და თქვეს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პარალელურად საქართველომ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

„სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობისათვის არის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება ევროპაში, ან ოჯახის წევრი იმყოფება ევროპაში და მათ ძირითადად უწევთ არალეგალური გზით საზღვრის გადაკვეთა. თუმცა, იმავდროულად ვფიქრობ, დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას ის პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა, საარჩევნო რეფორმა და კონსტიტუციური რეფორმა. საკითხი ასე არ უნდა დადგეს – ან სავიზო ლიბერალიზაცია ან პოლიტიკური მოთხოვნები. სავიზო ლიბერალიზაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხსნით იმ პრეტენზიებს, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ,“ – აცხადებს კახა კუკავა.

თავისუფალ დემოკრატები სავიზო ლიბერალიზაციას მხარს უჭერენ, თუმცა ახალი მემარჯვენეების ინიციატივა მათთვის გაუგებარია, რადგან ალასანიას გუნდს მსგავსი დოკუმენტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული აქვს.

მემარჯვენეების ინციატივა შეაფასეს მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის მიღების საკითხი რაიმე კონკრეტულ განცხადებაზე დამოკიდებული არ არის.

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2015 19:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics