საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს და საერთო საფრთხე თანამშრომლობას აუცილებელს ხდის

იან კელი

“საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს და საერთო საფრთხე თანამშრომლობას აუცილებელს ხდის,” – ეს განცხადება დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით გააკეთა.

ამერიკელი დიპლომატი საქართველოსთან არსებული თანამშრომლობით კმაყოფილია

“საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხე საჭიროს ხდის თანამშრომლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ისე საქართველოს და მის მეზობლებს შორის. თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი პროგრამა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის სფეროში გახლავთ. ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ვცდილობთ, უზრუნველყოფილი იყოს საზღვარზე კონტროლი და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს,” – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ: სოფიას აეროპორტის ავაკუაცია დაიწყეს
შემდეგი სტატიასავიზო ლიბარალიზაციაზე ახალი მემარჯვენეების ინიციატივას ოპოზიციაში მხარდამჭერები ჰყავს