სავჩენკომ პოროშენკოს შესთავაზა წინამორბედი იანუკოვიჩი მოიწვიოს და მას სავარძელი დაუთმოს

უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს მოუწოდა ბოდიში მოუხადოს მის წინამორბედს ვიქტორ იანუკოვიჩს – ტელეკომპანია ТСН-ზე განაცხადა.
სავჩენკომ კიევის შიდა პოლიტიკა გააკრიტიკა. “ასეთი შეხვედრის შემდეგ (იგულისხმება 10 ოქტომბრის “ნორმანდიული ოთხეულის” შეკრება ბერლინში), პიორტ ალესეევის ძემ, უბრალოდ, ბოდიში უნდა მოიხადოს ვიქტორ ფიოდოროვიჩთან, დაპატიჟოს ის უკრაინაში და მას საკუთარი სავარძელი დაუთმოს. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი დიპლომატია ამ დროისათვის ძალიან სუსტია” – განაცხადა პარტია “ბატკივშინას” წევრმა ნადეჟდა სავჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი არჩევნების შედეგებს მხოლოდ მაშინ აღიარებს, თუკი თვითონ გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაშვედეთში ლტოლვილთა მისაღები ცენტრი დაიწვა