სავარაუდოდ, გამგებლის მოადგილის მიერ თანამშრომლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო(+ვიდეო)

სოციალურ ქსელის მომხმარებლმა, გიორგი ყუფარაძემ გაავცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ, გლდანის გამგეგებლის მოადგილე თანამშრომელზე ფიზიკურად ძალადობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ტაბულას შსს-ში უხრეს, რომ გამოძიება ძალადობის, სსკ-ის 126-ე მუხლით უკვე დაწყებულია.

,,ესე იმართება გლდანის რაიონის გამგეობა.თათბირზე წამოწევ რამე სახის პრობლემას და გამოგიყვანს მოადგილე და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოგაყენებს.
აღნიშნულ ვიდეოში გლდანის გამგებლის მოადგილე ლ.ნ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს გლდანის გამგეობის თანამშრომელს!
რა მდგომარებაა გლდანის გამგეობაში ხო ხედავთ, ამ ყველაფერს საგულდაგულოდ მალავდა გამგებელიც და სხვა მასთან დაახლოებული (თავის სასტავი) პირებიც. როგორც ვიცი, ასევე მუქარებიც იყო თანამშრომლებზე, რო ხმა არ ამოეღო არავის!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia მემგონი აქ აშკარაა სსკ-ის სამოხელეო დანაშაულის და ცემის მუხლები.
გლდანის რაიონის გამგეობა ქურდული სამყაროს წევრებს “შავებს” როდის ჩართავთ “რაზბორკებში”?!
თბილისის მერია / Tbilisi City Hall ვის ნიშნავთ და სად და ვისი რეკომენდაციებით?
სანამ ვინმეს თანამდებობაზე დანიშნავთ ხო უნდა იცოდეთ რისი გამკეთებელია და მტერია თუ მოყვარე!
P.S. რამოდენიმე დღეში: ვინ კრიშავს და რა კორუბციულ და თახღლითურ გარიგებებს აქვს ადგილი გლდანის რაიონში!”-წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

https://www.youtube.com/watch?v=wP-2AdB9t84&feature=youtu.be&fbclid=IwAR0rBv_t1m-nfXQI__USeWkO4xFZMSB7xxgTR5kRwzMQstF9lDFl_LnP1_U

banner
წინა სტატიაში,,ვუყურებთ ამ ჯგუფებს შორის გამართულ დავას იმის შესახებ, თუ ვის სად აქვს წილები, ვინ ვისი წილი სად წაიღო და ვინ ვის „კრიშავს“”
შემდეგი სტატიაადვოკატი – მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ამბობს, რომ არაფერი ახსოვს