სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 12:06

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ შეაჩერა. ამი შესახებ განცხადება, დეპუტატმა გააკეთა.

სესიაშვილის თქმით, კანონპროექტს პარლამენტიდან არ გაიწვევს და მისი განხილვა დროებით შეჩერდება. დეპუტატის განცხადებით, საკითხზე გაიმართება მსჯელობა და კონსულტაციები.

ირაკლი სესიაშვილის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით უნდა გაუქმებულიყო ის ნორმა, რომლის მიხედვით მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილება არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. მიუხედავად ამისა, ცვლილებების ავტორი ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილი პროექტი დისკრიმინაციული არ არის და არ არღვევს არც ერთი კონფესიის წარმომადგენლის უფლებებს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 12:06

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics