პროკურატურამ ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოკითხა

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიების დაწყებიდან 8 თვის თავზე პროკურატურამ ბანკის გენერალური დირექტორი პირველად გამოკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ, “რუსთავი2” ავრცელებს. ვახტანგ ბუცხრიკიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გუშინ იმყოფებოდა.

ბუცხრიკიძე გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ გამომძიებლებს არ დაუსვამთ არც ერთი შეკითხვა იმ მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

„ეს ეხებოდა 12 წლის წინანდელ ფაქტს, ამომწურავი ინფორმაცია გადავეცი. სამი კვირის წინ „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის მოხდა შეთანხმება, ამოწურულია ეს საკითხი. ბანკი აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. დეტალურ კითხვებზე გავეცი პასუხი,“- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

banner
წინა სტატიაშისავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა გადაიდო
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : ჩვენი ინიციატივით სასამართლოს მმართველ კლანს ექსკლუზიური უფლება აღარ ექნება