საუდის არაბეთმა ქალებს მანქანის მართვის ნება დართო

საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულ აზიზ ალ-საუდმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამ ქვეყნის ქალებს მძღოლის მოწმობის აღებას და ავტომანქანის მართვის უფლებას მისცემთ. ამ განკარგულების აღსრულება 2018 წლის ივნისამდე უნდა მოხდეს.
საუდის არაბეთი ერთადერთი არაბული ქვეყანაა, სადაც ქალებს მხოლოდ ოჯახის წევრი მამაკაცის თანხლებით შეუძლიათ ავტომობილის მართვა.
მეფის ამ ბრძანების შესრულების კონტროლის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც შინაგან საქმეთა, ფინანსთა, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების წარმომადგენლები შევლენ.
მეფე სელმანის ამ ბრძანებულებას პირველად აშშ გამოეხმაურა, მიესალმა მას და პოზიტიური, სწორ გზაზე გადადგმული ერთი ნაბიჯი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ერდოღანთან ჩადის
შემდეგი სტატიატრამპმა ესპანეთის პრემიერს სულ პრეზიდენტი ეძახა (ვიდეო)