სასულიერო პირები წილკანში ჩავლენ და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრებენ

სასულიერო პირები დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრებენ. რამდენიმე სასულიერო პირი დღეს საპატრიარქოსთან შეიკრიბება და წილკანში ჩავა, ხოლო შემდეგ ერგნეთში, სადაც ადმინისტრაციულ საზღვართან მივლენ და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ისინი პატრიარქს შეხვდნენ. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასერგეენკო: პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არა ჩავარდნა