სუს-ის ინფორმაციით, ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაწყებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულია.
სუს-ის ინფორმაციით, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეობსა და საიტებზე დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
არის თუ არა საქართველოს მხრიდან დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიღებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ.

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით თითქოსდა მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს “ისლამური ხალიფატის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი “ხალიფატის” შემოსვლით ემუქრებიან.
“მივმართავ საქართველოს ურწმუნოებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ებრძვიან ისლამს, ვისაც დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული ისლამის საწინააღმდეგოდ – ეს იქნება ერაყში, ეს იქნება ავღანეთში. ყველა თქვენი ცუდი ნამოქმედარის გამო განისჯებით ღმერთის კანონით. ღმერთი ძალიან მკაცრია, აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ გონს მოუხმოთ და შეეშვათ მუსულმანების დევნას. ყველა თქვენი ნამოქმედარი, რომელიც მიმართული იქნება ისლამის წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დარჩება. ყველა არასწორი ადამიანი, ყველა ბოროტმოქმედი, ვინც ისლამის საწინააღმდეგო საქმე ჩაიდინა, ყველა ადამიანი აგებს პასუხს. დადგება სულ მალე თქვენი თავების მოჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ, თუმცა შეგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში იყო ხალიფატი. იმ პერიოდის ქართველები გაცილებით მეტი ვაჟკაცები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი საქართველოს მაცხოვრებელი ისლამის მტრები, ვინც მართავს სახელწმიფოს და მუსლიმანებს. ეს დრო ძალიან მალე მოვა ღმერთის კანონით, ღმერთის წყალობით”, – აცხადებს ერთ-ერთი მებრძოლი.
კიდევ ერთი მებრძოლი კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო წინამძღოლებს ემუქრება. “დღეს აჭარაში არიან ისლამის წინამძღოლი ე.წ. ხოჯები და მუფთები. თქვენ, დიდი ცოდვა გადევთ კისერზე, რადგან მაგ უბრალო ადამიანებს, რომლებმაც ისლამი არ იციან, თქვენი ლამაზი სიტყვებით უბნევთ გზას, ცდომილებას აჩვენებთ ჭეშმარიტებად, ჭეშმარიტებას კი აჩვენებთ ცდომილებად. თქვენ თვითონ არ ხართ მუსლიმანები, თქვენ თვითონ ხართ ტაჰუტის თაყვანისმცემლები და ეგ ხალხი თქვენ ნაკვალევს მიყვება. ნუთუ არ შეგეშინდებათ ალაჰის, რომელმაც ერთი წვეთი სისხლისგან გაგაჩინათ. მოკვდებით და წარდგებით მის წინაშე. ყოველი თქვენი ნამოქმედარის გამო პასუხისგება მოგიწევთ ალაჰის წინაშე. გეშინოდეთ ალაჰის, ნუ გეშინიათ ბინძური წინამძღოლების, ნუ გეშინიათ მათი ბრძანებების, რომლებსაც თქვენ უყოყმანოდ ასრულებთ”, – აცხადებენ მებრძოლები.
ვიდეო sendvid.com-ზე გამოქვეყნდა.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „არმაზის“ მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიამორიგი ტერაქტი- მაკრატლებით შეიარაღებული პალესტინელი მოზარდები იერუსალიმში მოქალაქეებს დაესხნენ თავს